მთავარი > სიახლეები
       
ახალ. სპეციალისტების კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსი


  08/23/2019

პროგრამის მიზანია: •მოამზადოს სპეციალისტი ელექტროენერგეტიკის დარგში, რომელიც ორიენტირებული იქნება როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ საქმიანობაზე, დაშეძლებს დინამიკურად ცვალებად გარემოში ორიენტირებასა და ამ გარემოსთან ადაპტაციას; •შეასწავლოსთანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, ელექტროენერგეტიკის სფეროში არსებული კომპლექსური ამოცანების გადაჭრის მეთოდები და საქმიანობის წარმართვა არსებული წესებისა და ნორმების დაცვით; •შეასწავლოს ენერგოსისტემისთვის დამახასიათებელი ძირითადი პროცესები და მუშაობის რეჟიმები, ელექტრომომარაგების პრინციპები, ელექტროსისტემაში გამოყენებადი ანალოგური და ციფრული დანადგარები, სადგურებსა და ქვესადგურებში არსებული ძირითადი მოწყობილობები და სქემები, მათი ექსპლუატაციის, რეგულირებისა და დიაგნოსტიკის წესები; •ჩამოუყალიბოს შესაბამის ფორმატში პროფესიული კომუნიკაციის უნარი; მომაზადოს,როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოეთის შრომითი ბაზრისათვის, თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი კვალიფიციური და კონკურენტუნარიანი სპეციალისტი, რომელიც შემდგომშიც მოტივირებული იქნება განვითარდეს პროფესიული და პიროვნული თვალსაზრისით.
ჩვენი ლექტორები